Wednesday, March 15, 2017

პროექტი

პროექტი
  1. პროექტის სახელწოდება: "მსოფლიოს ქვეყნები"
  2. პროექტის მთავარი იდეა (თემა): მსოფლიოს საინტერესო ქვეყნების გაცნობა.
  3. პროექტის აქტუალობა: მედია-წიგნიერების განვითარება, შემოქმედებით უნარების განვითარება, ლექსიკური მარაგის განვითარება, შემეცნებითი და საკომუნიკაციო უანრების განვითარება.
  4. პროექტი მიზნები: მოსწავლემ უნდა შეძლოს წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა შემეცნებითი ტექსტი. უნდა შეძლოს საუბარი მისთვის სასურველ თემაზე. უნდა წარმოადგინოს ზეპირი მოხსენება აქტუალური საკითხის გარშემო. გამოიყენოს საბაზისო ენობრივი უნარჩვევები, გამოავლინოს ტოლერანტული დამოკიდებულება კულტურათა თავისებურებების მიმართ.
  5. ფუნქციების განაწილება ჯგუფებში: 4 ჯგუფი
  6. მონაწილეთა ასაკი: X კლასი
  7. ვადები/ხანგრძლივობა: მოკლევადიანი - 2 კვირა.
  8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნი, კალამი, ქაღალდი, ფლომასტერი, ფორმატი, სლაიდები, კომპიუტერი, პროქტორი.
  9. პროექტის მსვლელობა: ა) პირველ გაკვეთილზე ვაკეთებ გამოწვევას მოსწავლეების, ვუკითხავ ინფორმაციას პარიზზე და სანკტ-პეტერბურგზე. შემდეგ მოსწავლეებს ვყოფ 4 ჯგუფად და ვავალებ მოიძიონ ინფორმაცია იმ ქვეყანაზე, რომელიც მათ მოსწონთ. უნდა გააკეთონ სლაიდები და პლაკატები. პლაკატებზე უნდა ეწეროს ამ ქვეყნის მოკლე ისტორია, გეოგრაფიული მდგომაერობა და კულტურა რუსულ ენაზე.      
    ბ) მეორე გაკვეთილზე უნდა მოხდეს მოძიებული ინფორმაციის შემწმება, რჩევების მიცემა.
    გ) მესამე გაკვეთილზე მოსწავლეებს ვთავაზობ შემეცნებით ექსკურსიას ი.ვ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოგრაფიისა და ისტორიის ფაკულტეტების ნახვას.
    დ) მეოთხე გაკვეთილი - ეს არის შემაჯამებელი გაკვეთილი. სადაც მოსწავლეები გააკეთებენ თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაციას. გამოთქვამენ აზრს დანახულის შესახებ, გაუზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს. მოსწავლეები ეცდებიან გამოიყენონ თავიანთი გრამატიკული უნარ-ჩვევები და ლექსიკური მარაგი.
  10. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
უცხ.ს.V.3 მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის დარგობრივი შემეცნებითი ტექსტი.
უცხ.ს.V.15 მოსწავლეს შეუძლია საუბარი მისთვის საინტერესო თემაზე.
უცხ.ს.V.16 მოსწავლეს შუძლია წარმოადგინოს ზეპირი მოხსენება აქტურალური სახკითხის გარშემო.
უცხ.ს.V.17 მოსწავლე ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.
უცხ.ს.V.18 მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურათა თვისებურებების მიმართ.

11. პროექტის ხელმძღვანელი: ნ. ავალიშვილი
12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: nanaavalishvili5@.gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი ბლოგი: nanaavalishvili15.blogspot.com

1 comment:

  1. შესანიშნავი ბლოგია ! :)

    ReplyDelete